საქართველოს თავდაცვის ძალებში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრებს „3X3 კალათბურთში“ ბათუმი მასპინძლობს.
საქართველოს მთავრობამ დღეს გამოაცხადა 100 მლნ ლარიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც განკუთვნილია ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობის დაზღვევისთვის.
საქართველო 95 ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს პროგრამას - „იმუშავე საქართველოდან", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთარვობის სხდომაზე.
მთავრობისა და საბანკო სექტორის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საპილოტე პროექტს ახორციელებს, რომელიც ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაციას გულისხმობს. პროექტი შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორად ქუჩებზე 4 000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის გამოტანას ითვალისწინებს.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ ფოკუსჯგუფის მუშაობაში, რომლის მიზანს სოციალურ მედიაში სექსისტური სიძულვილის ენის ინდიკატორების დადგენა წარმოადგენდა. ფოკუსჯგუფი შექმნილია გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურ მედიაში სექსისტური სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენის შესწავლას.
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მართვის ახალ მოდელზე მუშაობს. ახალი მოდელის კონცეფცია მინისტრის მოადილემ, თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გიორგი პერტაისთან ერთად, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
დასრულდა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ნომინანტთა შესარჩევი კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს 19 ქვეყნიდან 45 გამარჯვებული გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ნ.მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.