შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტი განახორციელა. გზის კაპიტალური მშენებლობა, ამჟამად, კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე დასრულდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქმიანობა შეაჯამეს და საქართველო-აზერბაიჯანის ახალ დღის წესრიგზე იმსჯელეს.
პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან მოიხსნება საკარანტინო შეზღუდვები დაბა მესტიასა და ლენჯერში, სადაც ამ ეტაპზე საყოველთაო ტესტირების ბოლო ფაზა მიმდინარეობს - საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დროული და ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, დაბა მესტიასა და ლენჯერში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღესთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე კურსდამთავრებულებმა ოფიცრის ფიცი დადეს. სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 76 მსმენელს აკადემიის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ- მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს.
თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ავალებს, გლდანის მიკრორაიონებში, ამსვლელ-ჩამომსვლელ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის საპროექტო სამუშაოები დღესვე დაიწყოს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად მარნეულში, სოფელ აზიზქედში, სანერგე მეურნეობა „მზა ჩითილი“ გახსნა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა გრძელდება და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დედაქალაქის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.