ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დღეიდან გამზირზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგა.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ფოტო-ვიდეო გადამღებებმა და მუსიკოსებმა გამართეს აქცია, სახელწოდებით „მოგვეცით არსებობის საშუალება“.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 ივნისი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გაუფასურდა.
„IDFI-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას და ამჯერად ის პირველ ადგილს იკავებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ.
როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის, – განაცხადა ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს. ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, თელავის პროფესიულ კოლეჯში „პრესტიჟი“ სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის N286 დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები. ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.