ოპიზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. აღნიშნულის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ელენე ხოშტარია, შალვა შავგულიძე, შალვა ნათელაშვილი, გიორგი ვაშაძე - ოთხივე ეს კანდიდატი შესაბამის ოლქებში არის საუკეთესო კანდიდატი იმისთვის, რომ პირველ ტურში დაამარცხონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
დასახელებული კანდიდატები, რომელთა შესახებაც წინასწარი მსჯელობაა, მიუღებელი არ უნდა იყოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის პოლიტიკური სპექტრისთვის, - განაცხადა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასრულებს.
ყველა გამოკვლევა, რეიტინგი, საზოგადოების განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ ოპოზიციას არც ცალკე და არც ერთად საპარლამენტო არჩევნებზე არანაირი შანსი არ აქვს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გთავაზობთ საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველ მობილურ აპლიკაციას. სამინისტროს ინიციატივით შექმნილი უფასო მობილური აპლიკაცია Cultural Routes Georgia ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის. ამ ეტაპზე აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. მას უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერთიფიცირებული მარშრუტი დაემატება.
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ხელმძღვანელობს. ახლად დანიშნული მეთაურის პირველი სამუშაო დღე ეროვნულ გვარდიაში დროშის გადაბარების ცერემონიალით დაიწყო. ეროვნული გვარდიის დროშა ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს ოფიციალურად გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.