შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, მცხეთაში საპატრულო პოლიციის განახლებული შენობა და ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნეს.
ნაძალადევის რაიონში ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 8 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და 49 კორპუსებში ხორციელდება.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
ჯონ ბოლტონმა სასამართლოს მის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ბოლტონს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი უჩივის.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, ორი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. 2021 წელს, ჩვენს ქვეყანაში 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, 2022 წელს კი, 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კახა კუჭავასთან და ირაკლი კობახიძესთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესთან და იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილე მიხეილ სარჯველაძესთან ერთად შეხვდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ბოლო წელი ჯანდაცვის სამინისტროსთვის და სისტემისთვის განსაკუთრებით სავსე იყო გამოწვევებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მედიასთან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, გორში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.