ჩვენ ვაძლევთ დამატებით დროს „ქართულ ოცნებას“, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენამდე გამოუშვას გიორგი რურუა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.
ვიხსენებთ რა, ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლისთვის ეტაპობრივად იხსნება.
საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი დაინფიცირდა, 11 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი www.stopcov.ge აქვეყნებს.
სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. ვარკეთილის ზემო პლატოზე გახსნილი კიდევ ერთი ახალი სკვერი სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ დაათვალიერა.
20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისის ღამე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაული, ეს არის ზოგადი შეფასება, დანარჩენი საზოგადოებამ თავადაც იცის– განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.
ამ გამოცდილებიდან ყველას შეუძლია, დასკვნების, გაკვეთილების გამოტანა. ერთი რამ ცხადია, რომ 20 ივნისი იყო დღე, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და დასრულდა ძალადობრივი შეტევით საქართველოს პარლამენტზე. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო და არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება არ მოითმენს საკუთარ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამაზე ხდება რეაგირება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი წლის წინ, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე დოკუმენტს 507-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ 119-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 37-მა კი, თავი შეიკავა. საკითხზე მომხსენებელი პეტრას აუსტრევიჩუსი იყო.
პარასკევს, საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის კანდიდატების შერჩევის საპარლამენტო საკონკურსო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა. კანდიდატებმა კომისიას არხის განვითარების საკუთარი კონცეფციები წარუდგინეს და კითხვებს უპასუხეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.