ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, განიხილება იმ მოქალაქეების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, რომელთა შემოსავალი 750 ლარზე ნაკლებია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, სადაც ის საკითხები წარადგინა, რომლებზეც მომდევნო პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულება ეტაპობრივად მოეხსნებათ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ინფექციურ საავადმყოფოში 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
„პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა: როგორ გახდა საქართველო სამაგალითო COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში“- ამ სათაურით აქვეყნებს ავსტრიის პრესის სააგენტო (APA) სტატიას სადაც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუზე დაყრდნობით დეტალურადაა განხილული ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანამ პანდემიის შეჩერების მიზნით გადადგა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე დევნილ ვეტერანებს ესტუმრნენ და დახმარება გადასცეს.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 23 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებგვერდი StopCov.ge აქვეყნებს.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული წესი განისაზღვრა, რითაც პენსიის ოდენობა გამოითვლება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ „ელექტრონული ტენდერით განსაზღვრული შესასყიდი 80 (ოთხმოცი) კომპლექტი ჩოხა-ახალუხი განკუთვნილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულისთვის.
სარფში დაკავებულ პირს ერთ-ერთი სამოქალაქო კლინიკის კარანტინში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
დანია პირველი ქვეყანა იყო ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელმაც ახალი კორნავირუსის აფეთქების შემდეგ თვითიზოლაციის ზომებს მიმართა და ასევე, ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ის დაასრულა. დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლას 15 აპრილს დაუბრუნდნენ და თმის შეჭრის სალონებიც მალევე გაიხსნა. ახლა ქვეყანამ რესტორნების და დიდი სავაჭრო მაღაზიების გახსნა დაიწყო და ინფექციის გასაკონტროლებლად ახალი ზომები დააწესა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.