მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომლებიც ხდება სულ უფრო ხარისხიანი, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. „დიახ, მე ავად ვარ და ვმკურნალობ“, განაცხადა მან როგორც ამას BBC რუსული ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იტყობინება. 52 წლის პესკოვს არ უთქვამს თუ რამდენად სერიოზულია მისი მდგომარეობა.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება ასახულიყო აღნიშნულ დოკუმენტში“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნითი დოკუმენტის შეფასებისას.
„უნივერსალურ პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ 2013 წლიდან, ეს არის აგროკრედიტის პროგრამა. ეს არის „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება - იაფი რესურსი სოფლის მეურნეობაში. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი წლიდან წლამდე სახეს იცვლის, გარკვეულ მოდიფიკაციას გადის რეალობიდან გამომდინარე. დღეს შეცვლილია რეალობა ბანკებში; აქედან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთი გავზარდეთ იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს აგროსასურსათო სექტორს და აგროსასურსათო ბიზნესს. ეს არის ახალი შესაძლებლობები, რომელიც კრიზისის დროს ჩნდება ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობაში. ჩვენი მოსახლეობის, დააახლოებით, 39 %-ია სოფლის მეურნეობაში ჩართული. ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანები მიუბრუნდნენ სოფელს, თავიანთ ნაკვეთებს და მათ სჭირდებათ შესაძლებლობები იმისათვის, რომ თავიანთ მიწებზე, რეგისტრირებულ მიწებზე შეძლონ სასოფლო-სამეურნეო წარმოება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა.
სს „ონი კასკადი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ 2020 წლის 10 მაისს, გადაცემა „Post Factum”-სა და „მთავარ აქცენტებში“ გასულ სიუჟეტს, „ონის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.
ქუთაისში არსებული ბლოკ-პოსტები, რომელიც ვირუსის პრევენციის მიზნით იყო განთავსებული, უქმდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან კამათის დროს აშშ-ის პრეზიდენტის პრესკონფერენცია მოულოდნელად შეწყვიტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.