კომპანია M2-მა თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

სრულად...

სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

სრულად...

ექიმი უილიამ ფრანკლენდი, ბრიტანელი იმუნოლოგი, რომელმაც ტრანსფორმირება მოახდინა ალერგიის შესახებ მსოფლიოს გაგებაზე, 108 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანკლენდი, რომლის სამედიცინო კარიერა 70 წელი გაგრძელდა, ცნობილი იყო როგორც „ალერგიის ბაბუა“. მეორე მსოფლიო ომში როგორც ბრიტანული არმიის ექიმმა, მან 3,5 წელი გაატარა იაპონიის პატიმართა სამხედრო ბანაკებში.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 აპრილი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0237 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო დავალებად, ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შემოწმება  უახლოესი 2 დღის განმავლობაში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

ჩვენი კოლეგის დაინფიცირება იყო ექსტრაორდინალური შემთხვევა, როდესაც პრაქტიკულად ამ ადამიანს არ შეეძლო აგრესიული პაციენტისგან თავის დაცვა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.

სრულად...

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ თავდაცვის სამინისტროს 1000 ცალი, ენ-95 რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა. კომპანიის წარმომადგენლები მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სიტუაციას საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს.

სრულად...

ბუნებრივია, ამ მძიმე სიტუაციაში, როდესაც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა და სოლიდარობა სჭირდებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ჩემი თანაგუნდელები თბილისის საკრებულოდან, მზადყოფნას გამოვთქვამთ შევუერთდეთ ამ ინიციატივას. ამასთანავე, დამატებით, ჩვენ ყველანი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად.

სრულად...

„მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გამოვხატო იმ ნატოელი პარტნიორებისა და მინისტრების მიმართ, რომლებმაც დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს წინაშე ასეთი სიმწვავით დგას პანდემია, მიიღეს უმნიუშვნელოვანესი გადაწყვეტილება  შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხადრაჭერის ახალი ზომების შესახებ“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

სრულად...

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩებთან ერთად, სადეზინფექციო საშუალებებით ტროტუარები და ველობილიკებიც მუშავდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი