საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
არავის არაფერი არ აუკრძალავს, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო ჩვენი თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად და ამის შემდგომ შესაბამის შტაბში მივიღოთ მუშაობის ნებართვა, აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს და ვერ იარსებებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, ონლაინ გაყიდვებზე საუბრისას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ბოლო 24 საათში 884 შეადგინა, საერთო ჯამში კი 5 100-ს გადააჭარბა და მსხვერპლის რაოდენობა ზრდას განაგრძობს, იტყობინება BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით, ოთხშაბათის გვიან ღამის (აშშ-ის დროით) მონაცემების მიხედვით. ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა შორის 6 კვირის ჩვილიცაა.
ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის, ქვეყნის დახმარების სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება 130 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 23 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.
„პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ“, განაცხადა ექიმმა მარინა ეზუგბაიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ოთხშაბათს, გვიან ღამით ჩართვისას, მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის მრევლისადმი საგანგებო მიმართვა გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.