კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. 

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 148-მდე გაიზარდა, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

სრულად...

ონლაინ გაყიდვების ყველა ის კომპანია, რომელიც თანამშრომლების და კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ პირობებს შეასრულებს, საქმიანობის გაგრძელების ნებართვას მიიღებს, - აღნიშნული საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, ეს ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

სრულად...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო ზომები 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ე.წ. „არასამუშაო“ რეჟიმის პირობებში ქვეყანაში მხოლოდ საჭირო სფეროს თანამშრომლები განაგრძობენ მუშაობას, ყველა სხვა სახლში უნდა დარჩეს. ამის მიუხედავად, ამ პერიოდში ხელფასების გაცემა არ შეჩერდება.

სრულად...

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიას ამჯერად სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ შეუერთდა. 

სრულად...

ეკონომიკური სექტორის  წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება,  ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში​ კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს.

 

სრულად...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის და მთავრობის წარმომადგენლებმა მომდევნო სამ თვეში ხელფასის 1/3-ის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეს და „ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ“.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 აპრილი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.06 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი