დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან განიკურნა. მან კლინიკა უკვე დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებული შეზღუდვების კონტროლს აგრძელებენ. ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლს, რომელიც გუშინ 21 საათზე დაიწყო და დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა პოლიიცის შესაბამისი დანაყოფები ახორციელებდნენ.
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები, რომ წინ „მტკივნეული“ დღეები ელოდებათ. როგორც BBC იუწყება, წინასწარი გათვლებით და შეფასებებით კორონავირუსმა შესაძლოა 250 000 ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლოს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს:
საფრანგეთში ბოლო მონაცემებით მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში ქვეყნის საავადმყოფოებში 499 ადამიანი დაიღუპა და ვირუსით გარდაცვალებულთა საერთო რიცხვმა 3 523 შეადგინა, ინფიცირებულთა შემთხვევები კი 44 550-დან 52 128-მდე გაიზარდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ „შეშინებულმა და გაუბედავმა ხელისუფლებამ“ კომენდანტის საათი ერთი დღისთვის, აღდგომის ღამისთვის დააწესა. აღნიშნული განცხადება მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედების თანახმად, 31 მარტის 21 საათიდან დილის 6 საათამდე, ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია, როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან საგანგებო რეჟიმში თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აკონტროლებს.
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად, ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.