მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიფინგზე, ახალ გადაწყვეტილებებსა და ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
2020 წ. 1 იანვრიდან 31 მარტამდე მსოფლიოში 3,220,595 ადამიანი გადამდები სნეულებებით, 2,037,519 კიბოთი, 1,726,000 ჰაერის დაბინძურებით, ხოლო 1,548,000 შიმშილით დაიღუპა“, აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა www.worldometer.info-ზე დაყრდნობით წერს.
დღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან პაციენტთან, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის ჩვენი თანამემამულის საზღვარგარეთ გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოაწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას აქვეყნებს, სადაც მითითებულია თუ რომელი საფინანსო ორგანიზაციების მუშაობა იზღუდება დღეიდან სამუშაო ოფისიდან.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა, ინფორმაციას ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.