ორშაბათი ყველაზე საშინელი დღე იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, სადაც კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 3,000-ს გადააჭარბა და 3,017 შეადგინა. მხოლოდ ორშაბათს, დაავადებამ სულ მცირე 540 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 163 000 შეადგინა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.

სრულად...

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

სრულად...

სამხრეთ კორეა კარანტინის წესების დამრღვევთათვის ზომებს ამკაცრებს და ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება ახალ კანონს ციხეში ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოელის ან 10 მილიონი კორეული ვონის- 8,200 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ახალი კანონი ძალში 5 აპრილიდან შევა. 

სრულად...

იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მომსახურება გაუწიონ და თბილისის მასშტაბით მათი სპეციალური რეგულარული გადაყვანა უზრუნველყონ, განცხადებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ. 

სრულად...

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 103 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 20.

სრულად...

სანქციების მხრივ რამე ცვლილება შემოთავაზებული არ ყოფილა. რა სანქციებიც იქნა პირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული, ეს სანქციები დღესაც ძალაშია, იცით ჯარიმების ოდენობებიც, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ.

სრულად...

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის №1 დეკრეტის აღსრულების მიზნით, მიმდინარე წლის 26 მარტიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო.

სრულად...

სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად პროდუქტების შეძენა მოქალაქეებს ჰიპერმარკეტ „კარფურშიც“ შეეძლებათ. 

სრულად...

თბილისის მერია საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშიებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით იქნება დასაშვები, მათ შორის ტაქსით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი