მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

სრულად...

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, როდესაც შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.

სრულად...

საზოგადოების ნაწილის გაბრაზება ჟურნალისტებზე, რომლებიც ბედავენ და ამირან გამრელიძეს და პაატა იმნაძეს უხერხულ კითხვებს უსვამენ, აჩვენებს, რამდენად სახიფათოა კრიზისის სიტუაცია ისედაც ძალიან მყიფე დემოკრატიული ღირებულებების მქონე საზოგადოებაში.

სრულად...

„გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, ეზუგბაია! საზოგადოებამ ამ კრიტიკულ სიტუაციაში თავისი გმირები აირჩია და საკუთარი ბედი მათ ანდო. ხელისუფლებაც გონივრულად იქცევა და მათ რეკომენდაციებს გულმოდგინედ ასრულებს“, - აცხადებს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა. 

სრულად...

თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილში“ შეიძინონ პროდუქტი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ მოხალისეები დააფასოებენ და რაიონული გამგეობების თანამშრომლების ჩართულობით, ხანდაზმულებს დაურიგებენ.

სრულად...

ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად, ეს ხომ არ არის მიზეზი ამ ვირუსის ასეთი ტოტალური გავრცელების, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

სრულად...

ფინანსური სისტემა შექმნილ მდგომარეობას მომზადებული შეხვდა - განუცხადა „რუსთავი 2“-ს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებული ე.წ. დედოლარიზაციის პოლიტიკისა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების განხორციელება დაასახელა.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციის პირობებში განაგრძობს მთავრობის ხელმძღვანელობას, ქვეყნის თითოეული მობინადრისთვის გაგზავნილ წერილში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის კრიზისი გაუარესდება, ვიდრე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სრულად...

კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი