შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმები უკვე მეექვსე დღეა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში “იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება”. დადგენილების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდება, დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, უფლებამოსილი იქნება ატაროს სამსახურეობრივ-საშტატო იარაღი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილ ქართველებს საქართველოში ჩამოიყვანს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მსხვილ სტიმულირების პაკეტს, 2 ტრილიონი დოლარის ოდენობით, მოაწერა ხელი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას და მისგან გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს ებრძვის.
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 9,134-ამდე გაზარდა, ინფიცირებულთა ახალმა შემთხვევებმა კი 4,401 შეადგინა და ახლა იტალიაში უკვე კორონავირუსის 66,414 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი ინიციატივითა და საკუთარი რესურსით გამოყო 100 მილიონი ლარი, რაც მოიცავდა ყველაზე სარისკო ჯგუფში შემავალი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის აპრილის თვის პენსიის გაცემას.
2020 წლის 27 მარტს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.