ამერიკის შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აქვს ახლა, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას - ტესტირების 85,500-ზე მეტი პოზიტიური შედეგით, რითაც მან გადაუსწრო ჩინეთს, საიდანაც ახალმა კორონოვირსუმა დაიწყო გავრცელება და ასევე დღემდე მეორე ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანას, იტალიას.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირამ გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში მოსახლეობას თვითიზოლაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთავარია კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო გავახანგრძლივოთ.
თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მოთავსებულები იყვნენ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, მონიტორინგის ფარგლებში, საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები მოინახულა.
2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.
პლატფორმა „სუფთა სივრცე“-ში შემავალი კონფლიქტურ რეგიონებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0266 პუნქტით გაუფასურდა.
ის, რაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების მხრიდან მოხდა ზუგდიდის ცენტრში, ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, ყოვლად დაუშვებელი საქციელი მათი მხრიდან, – განაცხადა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდი stopcov.ge-ზე აქვეყნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.