შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

სრულად...

საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის  აქტიური სურვილი გამოთქვეს. 

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge-ზე ავრცელებს.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, -  აღნიშნულის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

სრულად...

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ახალი მკაცრი შეზღუდვები წესდება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მოსახლეობას დაუნინგ სტრიტიდან სატელევიზიო მიმართვით ამცნო.

სრულად...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია „დაჩქარებული წესით“ ვრცელდება. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა: „67 დღე დასჭირდა პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან იმას, რომ 100 000-ამდე მიეღწია შემთხვევების რაოდენობას და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000 შემთხვევას“.

სრულად...

კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების მიზნით სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მარნეულში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ მოქმედებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. 

სრულად...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ შვიდ ადამიანს დაუდასტურდა, შესაბამისად, ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge აქვეყნებს.

სრულად...

ამ მომენტისთვის სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება, მომავალშიც არ უნდა გამოვრიცხოთ უფრო მკაცრი ზომების მიღება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი