24 საათში ზედიზედ ორჯერ უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს პაციენტს, რომ ის გამოჯანმრთელებულად ჩაითვალოს, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას დაესწრო.

სრულად...

თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თბილისის მერის მაოდგილე ილია ელოშვილმა და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მოაწერეს ხელი. 

სრულად...

ესპანეთი კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობით მეოთხე ქვეყანა გახდა მსოფლიოში - ჩინეთის, იტალიის და ირანის შემდეგ. უახლესი მონაცემებით, ინფექციით დაღუპული პაციენტების რიცხვმა იქ 1 002-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, თითქმის 20 000-ია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 1588 ადამიანი.

სრულად...

დედაქალაქის მერია სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პრევენციული ღონისძიებების გატარებას და ყველა იმ რეკომენდაციის შესრულებას განაგრძობს, რომელიც დარგის სპეციალისტებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის მოცემული, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების საგანგებო მიღება გაიმართება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

სრულად...

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს. კომისიის თამჯდომარემ კომპანიებს მიმართა, მოახდინონ რესურსების სრული მობილიზება, რათა ქეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გამართულად და შეუფერხებლად მუშაობდეს. კახა ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ ვითარებაში, კომპანიები დაეხმარონ მოსახლეობას და  მათ მომსახურებებზე გარკვეული შეღავათები მისცენ. 

სრულად...

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით („კოვიდ-19“) გარდაცვალებულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები კი თითქმის 250 000-ს შეადგენს. ჩინეთმა, რომლის პროვინცია ჰუბეის ქალაქ უხანშიც დღემდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის ბოლოს იფეთქა, გამოაცხადა, რომ ოთხშაბათის შემდეგ, ქვეყანაში ადამიანთა შიდა დაინფიცირების შემთხვევა არც ხუთშაბათს გამოვლენილა.

სრულად...

ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომელიც პირველ რიგში, ვალიდური იქნება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი