სარფის, ლარსისა და წითელი ხიდის სასაზღვრო ზონებთან საკარანტინე ადგილები მოეწყობა, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც მან აღნიშნა, სახმელეთო ზონიდან ძალიან გაიზარდა მოქალაქეების შემოსვლა.
ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული „საქართველოს ავიახაზების“ მიერ და არის კოორდინირებულია საქართველოს მთავრობასთან.
საგანგებო ვითარებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა , - განუცხადა ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდნენ.
პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ სამი თვის ჩათვლით - მარტი, აპრილი, მაისი - ხალხის კომუნალური გადასახადები უნდა დაფაროს, რადგან „ვირუსული ეპიდემიის პირობებში, სამუშაოს არქონის და გადადგილების შეზღუდვის გამო“ ეს გადასახადები მოსახლეობის დიდ ნაწილს მძიმე ტვირთად დააწვება.
საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულმა დაბინძურებული ტერიტორიის დეკონტამინაციის მიზნით, სიტუაციური სწავლება ჩაატარა. სწავლების სცენარის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებმა ურბანულ გარემოში მოქალაქეების, ავტოტექნიკისა და ტერიტორიის დასუფთავება განახორციელეს.
დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს.
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 43-ს შეადგენს.
ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცის გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.