კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტაილანდი ქვეყანაში ჩასვლისთანავე ვიზების გაცემას 18 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შეაჩერებს. აღნიშნულის შესახებ ტაილანდის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინ რეჟიმში იმართება, - აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წლებში ქაოტური განაშენიანება თავიდან იქნას აცილებული.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეწარმეებს პოლიეთილენის პარკების მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა და მოუწოდა, აკრძალული პროდუქცია კანონთან შესაბამისობაში არსებული ალტერნატიული პარკებით ჩაანაცვლონ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად კორონავირუსი COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის.
25 ოქროს, 10 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი - ასეთია აშშ-ის „საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშებში“ ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ასპარეზობის შედეგები. საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა პარასპორტის 8 სახეობაში მიიღეს მონაწილეობა და 41 მედალი მოიპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.