იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 97-ით გაიზარდა და 463 შეადგინა. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ კორონავირუსის აფეთქებას ქვეყნის „ყველაზე ბნელი საათი“ უწოდა. გაზრდილია ინფექციით დაავადებულთა რაოდენობა და თუკი კვირას, 8 მარტს, 7 375 ადამიანი იყო გამოვლენილი, ახლა ინფიცირებულთა რიცხვი 9 172-ამდე გაიზარდა.

სრულად...

ყველა პირი, ვინც ისრაელში ჩავა, ვალდებული იქნება 2 კვირით თვით-კარანტინი გაიაროს, რათა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური და საზოგადოების ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სრულად...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოს რეგიონებში დიდი საკადრო წმენდის განხორციელებასთან დაკავშირებით, მიესალმება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ დიასამიძე.

სრულად...

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს, რადგან საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

სრულად...

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებს ზურაბ აზარაშვილი პირადად წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას „დელტას“ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება.  

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0215 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

დავით როსტომაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორად 2012 წლის თებერვალში დაინიშნა და უკვე 8 წელია რაც ორი – აზერბაიჯანული და ქართული სექტორისაგან შემდგარ სკოლას უდგას სათავეში.

სრულად...

არ ვაპირებ მაჟორიტარად კენჭისყრას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში ვიქნები. რა სტატუსით და რა ფორმით, ამაზე ვმუშაობ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეკრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პანიკა გამოიწვია იტალიელი ვიზიტორების სტუმრობამ, რომელთა მიმართაც გავრცელდა სხვადასხვა სახის არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანები იყვნენ „ახალი კორონავირუსის (COVID-19)“ მატარებლები.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი