დღეს, 11 მარტს, 14:00 საათზე, „M2 ჯგუფი“ კომპანია „სვეტის“ ობიექტების მშენებლობას დაიწყებს.

სრულად...

ჯო ბაიდენმა კიდევ უფრო მეტად გაიმაგრა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო მარათონში თავისი პოზიციები და მეორე სუპერ სამშაბათის შიდა პარტიულ არჩევნებზე ხუთ შტატში და მათ შორის ყველაზე მთავარ, მიჩიგანის შტატში გამარჯვებით და რამდენიმე ყოფილი მოწინააღმდეგის მხარდაჭერით ბერნი სანდერსთან დიდი უპირატესობა მოიპოვა თავად გახდეს ივლისში პარტიის ყრილობაზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი და „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეტოქე თეთრი სახლისათვის ბრძოლაში.

სრულად...

საქართველოს საელჩო იტალიაში ​კორონავირუსთან დაკავშირებით იტალიის მთელ ტერიტორიაზე მოქმედების წესებს აქვეყნებს.

 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოეთში დაგეგმილი რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი გააუქმა.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ამ დროისთვის 23 ადამიანის ინფიცირებაა დადასტურებული.

სრულად...

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მან პარლამენტს უთხრა, რომ პირველ რიგში ამგვარი ნაბიჯის გადასადგმელად მას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დართოს ნება.

სრულად...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, არ დაწვან ნარჩენები, რადგან ქმედებამ შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს და სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს (ნიადაგის დაზიანება და ტყის მასივების განადგურება.

სრულად...

პირდაპირ გეტყვით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ვუხანს ესტუმრა, კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრს, და პეკინს გზავნილი მიაწოდა, რომ მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. მისი ვიზიტი ვუხანში იმ ფონზე შედგა, რაც ჩინეთმა გამოაცხადა, რომ სამშაბათს ვირუსით ყველაზე მცირე რაოდენობის, მხოლოდ 19 ადამიანის ინფიცირებას ჰქონდა ადგილი - ყველა შემთხვევა ვუხანში მყოფთ დაუდგინდა, გარდა ორი პირისა, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ იქ.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 მარტი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.05 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი