თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა კოჯორი-შინდისის ტერიტორიაზე განსაზღვრული B არეალის დაგეგმარების პირველადი საპროექტო გადაწყვეტების საჯარო განხილვა გამართა.
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ჩინეთიდან სპეციალური ავიარეისეით ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ამჟამად ჯანმრთელად არის და მათზე დაკვირვება ორი კვირის განმავლობაში გაგარძელდება, – განაცხადა დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ურთულეს გარემოს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული საქართველოში დაბრუნდა. ავღანეთიდან დაბრუნებულ ქართულ ქვედანაყოფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.
„ბორჯღალოსნებმა“ ბელგიის ეროვნული ნაკრები რაგბიში დიდი უპირატესობით 78:6 დაამარცხეს. ქართველი მორაგბეების აშკარა უპირატესობით წარიმართა როგორც მეორე, ისე პირველი ტაიმი, რომელიც 33:6 დასრულდა.
თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა, გვახსოვდეს და ყველაფრით გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს,- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა სოფელ წილკანში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ქართველი გმირის ოჯახში იმყოფებოდა.
საქართველოს მაოხრებელმა ივანიშვილმა გამოაცხადა თავისი მორიგი დიდი მავნებლობა, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის გაყიდვის ფაქტს სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვით ეხმიანება.
ნათელაშვილი დაიბოღმა, რაგბისტებმა ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე რატომ მიულოცესო და დაიწყო მათი ლანძღვა: კუნთიანი, სულამოცლილი ჩემპიონები არ გვინდაო, - წერს ჟურნალისტი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.
კონფერენციამ „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ მუშაობა დაასრულა. ღონისძიების დახურვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მან დისკუსიის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.