საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან და მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. 1969 წელს დაბადებულ ა.კ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ უმასპინძლა.

სრულად...

დაგეგმილია საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს დაპატიმრება, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების, - განაცხადა ჟურნალისტმა დავით აქუბარდიამ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში თავის საავტორო გადაცემაში „სპექტრი“, სადაც სტუმრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება.

სრულად...

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას იური ლუიკს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე - საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. 

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. 

სრულად...

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

სრულად...

2019 წლის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია და 5.2%-ს გაუტოლდა. 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 4.6%-ს შეადგენდა.

სრულად...

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს რეაგირება. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი აქტიურად უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში, - განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (13 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0055 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი