2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიციისადმი მიმართვიანობა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა. ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში მონაწილეობა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხ კოლეგასთან ლუბომირ მეტნართან შეხვედრაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის ან გაადვილების მიზნით განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 2019 წლის ოქტომბრიდან ძებნილი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. თბილისში დააკავეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ღია მმართველობის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ღია მმართველობა საქართველოს პროცესში ჩართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებზე და მეორე მხრივ, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც მომავალში მოგვიწევს. მოხარული ვარ, საქართველოს მიღწეული პროგრესითა და სწორად შერჩეული მიმართულებით. ჩვენი ხედვა ცალსახაა: პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული მმართველობა და ქვეყნის ინსტიტუციონალური გაძლიერება“, - აღნიშნულის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს საზოგადოების ევროპული ორიენტაცია დღეს ვერანაირად ვერ დადგება ეჭვის ქვეშ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ქართული დელეგაციის მიერ ფაქტების შემსწავლელი მისიის საქართველოში მოწვევის ფაქტს.
"პროფესიული განათლების შესახებ" კანონის შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები მომზადდა , რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ჩარჩოს ეფუძნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ახალ ელჩთან საქართველოში, ენრიკო ვალვოსთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს ტყის ახალი კოდექსი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.