გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში თავის „მეგობრებთან ერთად ბრუნდება“ და „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ის ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი, რომელიც შემდგარია და რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ინტენსიურად მუშაობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნაზე.

სრულად...

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტს სთავაზობს, თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.

სრულად...

ნაძალადევის რაიონში, თოდრიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, გრუნტის მოხსნა და საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქ. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში რუმინელ კოლეგას ნიკოლა-ლონელ ჩიუშას შეხვდა. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების საკითხები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუმინეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე. 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

სამგორის რაიონის გამგეობა სტურუას ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ლილოს დასახლებაში მდებარე ცენტრალურ ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა 14 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რაიმუნდას კარობლისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ლიეტუვასთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

სრულად...

ჩვილის გაყდვის ბრალდებით დაკავებული შვიდი პირი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ჩვილი ამჟამად სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ის დაუკავშირდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი