შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი ი.გ. დააკავეს.

სრულად...

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში კანადის ჩართულობა და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა - ეს ძირითადი საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ეროვნული თავდაცვის მდივანთან, ჰირჯატ საჯანთან შეხვედრაზე. 

სრულად...

გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, საკონსულტაციო კომპანიის - GOPA infra ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ (Integrated Traffic Control System) განვითარებასთან  დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. 

სრულად...

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელსაც ქვეყანა  მაქსიმალურად იყენებს რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყოს მიტანილი საერთაშორისო თანამეგობრობამდე,  განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშეა და რომლებიც ქვეყნის  ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარეობს.

სრულად...

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, მიმდინარე წლის 15-20 თებერვალს, დიასპორული ორგანიზაცია - ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და „ქართული კულტურის ცენტრის“ მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ბელგიის სამეფოს ეწვევიან.

სრულად...

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ისრაელის სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

სრულად...

აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებასა და მის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც მისი თქმით, უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა და შეუთანხმებელი პოზიციების გამოთქმა მოჰყვა, როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო დონეზეც.

სრულად...

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუახნის ქალბატონი, რომლის ცხედარი დილით იპოვეს. გარდაცვლილს სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი