საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კაი კაარელსონთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0027 პუნქტით გაუფასურდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი" თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი მექსიკის შეერთებული შტატებიდან ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს (CRT) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხი განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან გერჰარდ შაუმბერგერთან სამთო ტურიზმის დარგში პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივები და ერთობლივი სამომავლო პროექტები განიხილა.
ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშულის შესახებ აშშ-ის 2021 ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონპროექტში წერია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს ესტუმრა და ცენტრის თანამშრომლებს "112"-ის დღე მიულოცა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ხანგრძლივ ალიანსში ამხელს და ამბობს, რომ 2011 წელს ნათელაშვილმა სააკაშვილისაგან რამდენიმე მილიონი ფარულად მიიღო იმისათვის, რომ პოლიტიკურ არენაზე ახლადგამოჩენილ ბიძინა ივანიშვილს დაპირისპირებოდა და პარლამენტში მოხვედრის შემდეგ „ლეიბორისტულ პარტიას“ პრემიერ მინისტრის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის, ივანე მერაბიშვილისთვის დაეჭირა.
თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მეხანძრეებისთვის შექმნილმა „ჭკვიანმა ჩაფხუტმა“ ესტონეთში მოსწავლეთა საერთაშორისო კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციური გამოგონების ნომინაციაში გაიმარჯვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ტაილანდის სამეფოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 335 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.