გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. მოკლული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც მონასტერში სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა და სასულიერო პირი არ იყო. შემთხვევა კელიაში მოხდა.
33 ადამიანია დაღუპული და ათეულობით ზვავშია მოყოლილი თურქეთში მთის ფერდობზე მეორე ზვავის ჩამოწოლის შედეგად. დაახლოებით 300 მაშველი იმყოფება შემთხვევის ადგილას, ირანთან აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს, სადაც სამშაბათს ჩამოწოლილმა ზვავმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამა გრძელდება. დღეს თბილისის მერმა ისნისა და ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 19 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სოციალურად დაუცველ პირთა საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრომ დაიწყო ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გადამოწმება, რათა შემწეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 თებერვალი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გამყარდა.
ნათია თურნავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. მისთვის მანდატის შეწყვეტას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის" ფარგლებში.
პლატფორმას - „შენი იდეა ქალაქის მერს“ კიდევ ერთი გამარჯვებული ჰყავს, რომელიც მულტიფუნქციური საწვრთნელ-გასართობი და სპორტული კომპლექსის მოწყობას ითვალისწინებს, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტები დაგმო და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ გაერთიანებაა საჭირო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.