მიმდინარე წელს, დედაქალაქის მერია რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფ კუნძულებს მოაწყობს. პროექტების საერთო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იქნება, ჯამური ფართობი კი - 55 000 კვადრატული მეტრი.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილი სამუშაოები სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის მწვანე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და შექმნა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ქალაქში არსებული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია შედის.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.
იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გასულ წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა, რელიგიის თავისუფლების ალიანსის წევრი ქვეყნების ათ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით ვაშინგტონში გაიმართა.
თბილისში მშენებარე კორპუსიდან, საფასადე სამუშაოების შესრულებისას ორი მუშა გადავარდა, მათგან ერთი დაიღუპა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში მოხდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი სენატში, სადაც უმრავლესობას პრეზიდენტის თანაპარტიელი „რესპუბლიკელები“ შეადგენენ არ შედგა და მისთვის წაყენებულ ორივე ბრალდებაში - ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელისშეშლაში - გამართლდა 52 ხმით 48-ის და 53-47-ის წინააღმდეგ - შესაბამისად. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100-კაციან სენატში ხმების 2/3 ანუ სულ მცირე 67 სენატორის თანხმობა იყო საჭირო.
სამგზავრო თვითმფრინავი თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაფრენისას ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ასცდა და სამ ნაწილად გადატყდა, შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაზიანება მიიღო 157-მა ადამიანმა, მათ შორის ორმა, თურქმა და სამხრეთ კორეელმა მფრინავმა, სერიოზული, იტყობინება მედია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.