„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვაფასებთ ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას ევროპისკენ, ნატოსკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და ევრო-ატლანტიკურ პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს მხარდაჭერა“- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.
მე ვიქნები ყველგან, სადაც ორი ადამიანი მაინც იქნება, რომელიც გააპროტესტებს დღევანდელ ხელისუფლებას, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე.
„ნაცებო“, თქვე თახსირებო, რომ გაჰკივით უკანასკნელ ხმაზე, სადაც კი მოგიხერხდებათ, არიქა - ათეულ ათასობით ბავშვი შიმშილობს საქართველოშიო, ეს ამბავი დღეს შეიტყვეთ და „შეშფოთდით”?! რა, 70 000 მშიერი ბავშვი, მხოლოდ 2013-2020 წლებში გაჩნდა ქვეყანაში და თქვენი რეჟიმის პერიოდში 2004-2012 წლებში ყველა ბავშვი გამოკვებილი გყავდათ?!
ელიავას ბაზრობაზე არსებული მდგომარეობის გამოსწორება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა.
რესპუბლიკელი კონგრესმენის დევინ ნუნესის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შეერთებული შტატები დაინტერესებულია განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პარალელურად. ამის შესახებ კონგრესმენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტთან შეხვედრაზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.გ., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა იმ დროს, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა პელოსის და მის გვერდით მდგომ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს საკუთარი გამოსვლის ტექსტის ასლები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.