შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები - 1993 წელს დაბადებული ა. წ. და 1997 წელს დაბადებული გ.წ. ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.
დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ რეფორმას საკანონმდებლო ცვლილების სახით, ეს გახლავთ - დამატებითი ღირებულების გადასახადის პრინციპების ჰარმონიზება ევროკავშირის პრინციპებთან. ამ კანონპროექტს წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო და ძირითადი მიზანი გახლავთ დღგ-ს მენეჯმენტი ქვეყანაში გახდეს ზუსტად ისეთი, როგორიც არის ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მიმდინარე წელს თბილისის განვითარების ფონდი რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს დაიწყებს, რომელთა შორის, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაციაა. სამუშაოები ორ წელს გაგრძელდება და მისი ჯამური ღირებულება, დაახლოებით 3 მილიონი ლარი იქნება.
წელს ჩვენ ვიწყებთ ადამიანის უფლებების გრძელვადიანი სტრატეგიის ახალ ეტაპზე მუშაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე.
მიმდინარე წელს მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე არსებული ხეივნების რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერია შეშელიძის ქუჩაზე არსებული მეწყრული ზონის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.
2020 წელს მინდელის სახელობის ხიდი რეაბილიტირდება. ამისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე წელს გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ 2020-2021 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.
2020-2021 წლებში დედაქალაქში რამდენიმე მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
ვარკეთილში, მიმდინარე წელს 17 600 კვ.მ ფართობზე ორი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და 2020-2021 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.