„დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი შენობის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალზე.
დიახ, ქართული საზოგადოებისთვის შეპირებული პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და ქ/ოცნების ახლანდელმა ლიდერებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, რის შედეგადაც ნაცმოძრაობას, ევრონაცებს და მათგან ანასხლეტებს, პლიუს 5 კაციან პარტიებს პოლიტიკური კარტბლანში მისცეს, რითაც ისინი მაქსიმალურად ისარგებლებენ და აკი სარგებლობენ კიდეც!
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნავს, რომ მისთვის არასასიამოვნო იყო ელჩის პირველი საჯარო შეხვედრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან.
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 იანვარი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0074 პუნქტით გაუფასურდა.
„აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახნის ცერემონილიაზე.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად გუდიაშვილი მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი ახალი კორონა ვირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის, ამის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება აქაც აგრძელებს დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობას და ქვეყანა მთლიანად გახსნილია ამ მომაკვდინებელი სენისთვის, - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს.
2019 წლის განმავლობაში, თბილისის მერიის იურიდიულმა კლინიკამ - „ჩემი ადვოკატი“ სამართლებრივი დახმარების მიზნით მოქალაქეებს 17 471 კონსულტაცია გაუწია, რაც წინა წლის კონსულტაციების რაოდენობას 2,6%-ით აღემატება.
ანდრია სარია მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, - ასე გამოეხმაურა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ბოდბის დედათა მონასტრიდან. მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.