ტელეკომპანიების წარმომადგენლები და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ მედიამენეჯერებმა განაცხადეს, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, რადგან მინისტრისგან კონკრეტული წინადადება ვერ მოისმინეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საქართველოში ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე და განათება გვაქვს, რამდენიც უნდა ეცადოთ გაბოროტებულმა ოპოზიციამ, თბილისი მაინც საუკეთესოდ მორთულია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს გასართობ ცენტრში უმასპინძლა. საახალწლო ღონისძიებაზე მინისტრმა დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, წარმატება უსურვა და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საახალწლო საჩუქრები გადასცა.
პენიტენციური სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დედაქალაქის საკრებულო დღეს თბილისის ბიუჯეტს დაამტკიცებს. თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს მერი, კახა კალაძე წარადგენს.
ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 35-ს შეადგენს, იტყობინება რუსული მედია. დაშავებულთაგან 22 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.