„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგა ბოკერია სისხლის სამართლის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მისი იქ მისვლაზე უარის თქმის გამო, იგი სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯართან დაკავშირებით თავისი განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ ის არ ეხებოდა ჯარს და იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში.
თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასალის და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს. სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.
დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 დეკემბრის, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება მამაკაცი, რომელსაც ესაჭიროება მაშველების დახმარება.
„დიახ, დავინახეთ, რომ გარე სამყაროს „ქართულმა ოცნებამ“ გვიჩვენა დიდი მხარდაჭერის საკუთარი რესურსი. ამ მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები რას გვიჩვენებენ?..“ - პოლიტოლოგი გია აბაშიძე უცხოელი დიპლომატების მიერ „ქართული ოცნების“ შაბათს გამართული ღონისძიების შეფასებას, წყაროს იდენტიფიცირების გარეშე, „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.
თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე სიტყვით გამოვიდა. მან საზოგადოებას მიულოცა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.