12 დეკემბერს გამართულ დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში - BBC-ის ITV-ის და Sky News-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის თანახმად, „კონსერვატიული პარტია“ უმრავლესობით იმარჯვებს, იტყობინება BBC. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგებით, ყველა ხმის დათვლის შემდეგ „ტორებს“ 368 დეპუტატი ეყოლებათ პარლამენტში - 50 კანონმდებლით მეტი, ვიდრე 2017 წლის არჩევნებში. „ლეიბორისტები“ 191 ადგილს მიიღებენ, „ლიბერალ-დემოკრატები“ 13-ს, „ბრექსიტის პარტია“ ვერც ერთს და „შოტლანდიის ნაციონალური პარტია“ (SNP) 55-ს.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთ თანამონაწილეს, თბილისის ყოფილ მერს და „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ასევე საგამოძიებო უწყებაში პირადობის მოწმობის ან პასპორტის ჩაბარების ვალდებულება დააკისრა.
ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა; მადლობა გადავუხადე კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა პლენარული სხდომის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. როგორც მან განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსამართლეთა საკითხიდან გამომდინარე მიიღო, მაგრამ აღნიშნა - „მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი“.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიგი უგულავა, რასაც მტკიცებულებები ადასტურებს, – განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე, რომელიც უგულავას ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო 19:00 საათისთვის გადაიდო.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი, რომელთაგან მმართველი პარტიის დეპუტატების მხარდაჭერა 14-მა მიიღო, ხოლო 5 კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 დეკემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0235 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძესა და „ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარ დეპუტატ დაჩი ბერაიას შორის პარლამენტის შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.