„საბაზრო ეკონომიკის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის და დასაქმების ზრდა თითოეული ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ევროკავშირი ბიზნესისთვის საქართველოში: EIB ჯგუფი - ფინანსებზე წვდომიდან ინკლუზიურ ზრდამდე“ სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალდებას არ აღიარებს. მისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. აღნიშნულის შესახებ მისმა ადვოკატმა, თეონა გვაზავამ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა.

სრულად...

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, რომელიც გარდაცვლილი მოზარდის, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე იძულებითი ჩვენების მიცემის ბრალდებით არის დაკავებული, ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეშიც ფიგურირებს. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. 

სრულად...

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს. აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა დავითულიანმა გააკეთა.

სრულად...

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, - პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია გარდაცვლილი მოზარდის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება.

სრულად...

დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სრულად...

თბილისის მერი კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის და EOD-ის ასეულის წარმომადგენლებისთვის „მასობრივი განადგურების იარაღის ტექნიკური კურსის“ მესამე ეტაპის კულმინაციური სწავლება დასრულდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა.

სრულად...

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ელჩების კონფერენციის მონაწილეებთან ერთად საქართველოს პრეზიდნეტის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა წინაშე სიტყვით გამოვიდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი