საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის 41.4 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფს გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
მას შემდეგ რაც 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა, დაკავებულია გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელმაც მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვისას მასზე ზეწოლა განახორციელა.
15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მთელი საგარეო რესურსი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეშია ჩართული.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 დეკემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0257 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განცხადება გააკეთა ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება „დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე უარის თქმისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობებთან“ დაკავშირებით.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი გორა ღარიბაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.