მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს, 4 ნოემბერს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ ჟურნალისტებს თავად მეუფე პეტრემ განუცხადა.
თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. 39 წლის მამაკაცს დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ, სადაც სხეულის 60%-იანი დამწვრობით მოათავსეს.
საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის საფრთხეებიდან გამომდინარე, რუსეთსა და დასავლეთს შორის ახლანდელი დაძაბულობა მსოფლიოს „კოლოსალურ საფრთხეში“ აყენებს.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავიდან უნდა გამოიძიოს „დეკანოზ მამალაძის საქმე“, რადგან მისი თქმით, „დეკანოზი“ მამალაძე აპირებდა არა შორენა თეთრუაშვილის მოკვლას, არამედ ის გეგმავდა პატრიარქის მკვლელობას“.
ა.წ. 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს უმასპინძლა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შეიტანა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეფექტურად გააკონტროლებს და შეზღუდავს არასრულწლოვნების ჩართულობას აზარტულ თამაშებში.
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორესადმი თანადგომის გამოსახატავად მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, ჩვენი კულტურის და ჩვენი ტრადიციების შეურაცხყოფა“.
„მე დღეს ქადაგება არ მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას. ამაშია ძალა, - ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში.
მეუფე პეტრემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა და განაცხადა, რომ მას ეკლესიაში არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა, რაზეც, როგორც მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ირწმუნება, ივანიშვილმა უთხრა, რომ ახლა ეს „აუცილებლად არევს მდგომარეობას“ და 2020 წლის არჩევნების ჩატარების შემდეგ „აუცილებლად უნდა განხორციელდეს რეფორმები და ცვლილებები ეკლესიაში“.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილს, ცოტნე გამსახურდიას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ რუსეთის დაზვერვის ფედერალური სააგენტოს ჯაშუშობაში სდებს ბრალს და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ „პატრიარქის შეურაცხყოფაში გაწაფული ცოტნე გამსახურდია სააკაშვილის რეჟიმმა გაანასედკა, გადაიბირა და ციხიდან მალევე გაათავისუფლა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.