თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, თავდაცვის ტრანსფორმაცია და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) გახსნაზე.
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების უკან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დგას, არის მისი პროვოცირებული და ამის შემდეგ ივანიშვილის პატრიარქთან მისვლა „იუდას ამბორი“ იყო.
ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნად დარჩება მანამ, სანამ ქართველ ხალხს სჯერა ევროპის. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ ევროპის კარზე კაკუნს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე, თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა ამერიკელ კონგრესმენებთან გამართა. ქ. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ირაკლი ღარიბაშვილი ადამ კინზინგერსა და ალექსანდერ მუნის შეხვდა.
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმიანება, რაც „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიდან“ იმ მუხლის ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც პარკებში, ბაღებში, სკვერებსა და სხვა მსგავს სივრცეებში მშენებლობის უფლებას კრძალავს.
„ფრიდომ ჰაუსის" კვლევის მიხედვით, საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით იტალიასთან ერთად მე-10 ადგილს იკავებს. „ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება სრულად იყო დაცული. ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც არის იაპონია (73 ქულა) და უნგრეთი (72 ქულა).
6-7 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) მასპინძლობს. რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ტარდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ნოემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით გამყარდა.
ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისში, მთაწმინდიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.