კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავი-ყვარელის ავტომაგისტრალზე მოხდა.
კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
სუპერმდიდრები ემზადებიან დაუყოვნებლივ დატოვონ დიდი ბრიტანეთი იმ შემთხვევაში თუ ჯერემი კორბინი 12 დეკემბერს დანიშნულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდება - შიშობენ რა, რომ ისინი მილიარდობით ფუნტ სტერლინგს დაკარგავენ თუკი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი მდიდარ ელიტას ახალ გადასახადებს, კაპიტალის შესაძლო კონტროლს დაუწესებს და დახურავს ან შეზღუდავს კერძო სკოლებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ერთი წლით გახანგრძლივება, დამატებითი სიგნალი და გარანტია იქნება ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის დასადასტურებლად, რომ კვლავ ერთგულები ვართ იმ ძირითადი ფისკალური მიზნებისა და პრინციპების, რაც საფუძვლად უდევს აღნიშნულ პროგრამას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
8 არალეგალი მიგრანტი, რომელიც ქართველ მძღოლს საბერძნეთში მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა, სუნთქვითი უკმარისობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი კი დაკავებულია და პოლიციაში იკითხება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტი დაიწყო მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ სტუმრობით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან ერთად ჩავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული სამი პირი - მ.ც. თ.ჯ. და ნ.ი. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბექა დოჭვირი დაინიშნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ კომენტარი გააკეთა 4 ნოემბერს ოკუპირებულ ახალგორში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც 60 წლამდე ასაკის ქალბატონი დაშავდა და საჭირო გახდა, მკურნალობის მიზნით, მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.