ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ „რატომ არ უნდა პეტრეს შიომღვიმის მონასტერში წასვლა“.
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ „სინოდის განჩინება შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს და უკანონობებს“, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი ემორჩილება, „თუნდაც ამ უსამართლო გადაწყვეტილებას“ და ეპარქიას საპატრიარქოს მიერ მივლინებულ კომისიას გადააბარებს, რის შემდეგაც დატოვებს ჭყონდიდის ეპარქიას, თუმცა არ დაემორჩილება კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებას შიომღვიმის მონასტერში წასვლის თაობაზე და სავარაუდოდ თბილისში წავა. მას არ დაუკონკრეტებია რა მისიით მიდის თბილისში.
ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილი ნატოს სტანდარტების საყაზარმე სისტემით მოეწყობა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ახალი ყაზარმების გარდა, ტერიტორიაზე სპორტული დარბაზები და საცურაო აუზი განთავსდება. მუხროვანის ბაზას ყველაზე დიდი სასროლეთიც ექნება.
სამხრეთ აფრიკამ იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის ფინალში ინგლისის ეროვნული ნაკრები 32-12 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1946 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ჩ. ქუთაისში დააკავეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი კონკურენტი ბეტო ო'რურკი მარათონიდან გამოთიშვის შემდეგ მასხრად აიგდო და განაცხადა, რომ „ის ძაღლივით წავიდა“.
ძმის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან წარმომადგენელთა პალატის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის. „ჩვენ მზად ვართ იმპიჩმენტისთვის“, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა „Fox News“-თან ინტერვიუში, როგორც ამას გამოცემა „THE HILL“-ი წერს, და დაამატა, რომ ტრამპს „არაფერი არამართებული არ გაუკეთებია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.