საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებს შეხვდა, რომელთა სკოლები „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში დღეიდან პროექტში ჩაერთვებიან.
ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად წირვა აღავლინა, რის შემდეგაც მან მრევლს ქადაგებით მიმართა.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა აზნივ ვოსკანიანმა საშუალო სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი სომხეთში დაამთავრა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა, გარკვეული წლები არ უმუშავია და ახლა უკვე მეოთხე წელია რაც კიზილქილისის სკოლას უდგას სათავეში.
რუსეთთან მოლაპარაკებაზე დაჯდომა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი აგრესია გამოცხადდება გენოციდად, - განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
ლაშა ტალახაძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში 220 კგ დაძლია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.
„თბილისიმარათონი2019“-დან გამომდინარე, 29 სექტემბერს, 09:00 საათიდან 13:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კრწანისის მოედანზე (ნაწილობრივ), გორგასლის ქუჩაზე, კ. აფხაზის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, გ. ტაბიძის ხიდზე, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე), ბაქოს ქუჩაზე, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შეხვედრა შედგა, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ დავთანხმებულიყავი 5 მოსამართლე მაინც გაგვეყვანა 10-კაციანი სიიდან, მათ შორის პირველი ვისი გვარიც მახსოვს, სხვა გვარები არ დასახელებულა, იყო მიხეილ ჩინჩალაძე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 28 სექტემბერს, 11:00 საათზე, მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.