საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, - აღინიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ტადაჰარუ უეჰარას  შეხვედრისას.

 

სრულად...

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ცდილობდნენ „დაემალათ“ აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, იტყობინება BBC ე.წ. „განგაშის ამტეხ პირზე“ („უისელბლოუერზე“) დაყრდნობით. ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი არ ყოფილა შენახული იმ კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც ჩვეულებისამებრ გამოიყენება ამგვარი ინფორმაციისთვის და ამის ნაცვლად ის ცალკე სისტემაში შეინახეს, რომელსაც „განსაკუთრებით მგრძნობიარე ხასიათის საიდუმლო ინფორმაციის“ შესანახად იყენებენ. 

სრულად...

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 23-25 სექტემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. „დეპორტირებულების საქმის“ აღსრულების პროცესი შეაფასა.

 

სრულად...

„დღეს, თურქეთის დროით 14:00 საათზე, ქალაქ სტამბოლში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის რესპუბლიკის სეისმოლოგიური სამსახურისა და სტამბოლის მერის განცხადებით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

სრულად...

გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა:"რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება", - ანუ, უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ?! საიდან ვაკეთებთ ასეთ დასკვნას? გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს" და მუდმივად მოუწოდებს საქართველოს, რათა იგი შეეგუოს რეგიონში არსებულ "ახალ პოლიტიკურ რეალობას"! 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0071 პუნქტით გაუფასურდა.

 

სრულად...

არავისთან არ მაქვს ბოდიში მოსახდელი, რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, მიიღებს პასუხს, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

სრულად...

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი 2009 წლიდან, სომხური ენის მასწავლებელი, ლიანა პილტოიანი, რომელიც ამავე დროს 2010 წლიდან კაბურის საბაზო სკოლის ხელმძღვანელიცაა, მანამდე კი, 1986 წლიდან 2009 წლამდე ხაჩკოვის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო და ჯამში პედაგოგიური მოღვაწეობის 43-წლიანი სტაჟი აქვს, წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი სკოლების დირექტორებს შორის ერთადერთია, რომელიც ქართულ ენას ფლობს, თან მაღალ დონეზე და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტადაც არის გახარებული იმ ტენდენციით, რომ ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტის სომხური სკოლებიდან აბიტურიენტების აბსოლუტური უმეტესობა არა სომხეთის, არამედ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად თბილისში, აბარებს გამოცდებს და წარმატებით განაგრძობს სწავლას.

სრულად...

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიტიკოსის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სრულად...

მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი