ნიუ-იორკი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ნიუ იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში.

 

სრულად...

ბექა ლომთაძემ (61 კგ) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი მაგომედრასულ იდრისოვი დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუპოვა.

სრულად...

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთში ნავთობის ტერმინალზე ორჯერ განხორციელებული თავდასხმის გამო - რაზეც პასუხიმგებლობა იემენის ამბოხებულმა „ჰუსიტებმა“ აიღეს, თუმცა ვაშინგტონმაც და ელ-რიადმაც ბრალი ირანს დასდო - უფრო მეტი საჯარისო ნაწილების განლაგების შესახებ გამოაცხადა, გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ უცხო ძალები ყურეში უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს.

სრულად...

ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაღუპული პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთ მოედანს გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელი მიენიჭა.

სრულად...

„ქართულ ოცნებას“ უნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად ჩაატაროს - ბევრი ფული, ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება, ნეგატიური კამპანია, - აცხადებს გაზეთ „ვერსია“-სთან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაგეგმილი აქვს 300 მილიონი დოლარის დახარჯვა ამ არჩევნებზე.

სრულად...

ყაზახეთში მინდინარე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობაში ქართველი ფალავანი გენო პეტრიაშვილი ჩემპიონი გახდა.

 

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

 

სრულად...

დღეს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა და ქვეშ 2 მეეზოვე მოიყოლა.

 

სრულად...

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა. 

 

სრულად...

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს სიონის ტაძარში, ქადაგებისას. 

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი