შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს - ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
სასამართლოსთან აქცია იმართება, სადაც 20-21 ივნისსის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
ევროპული ხარისხის დანერგვისა და საქართველოს განათლების სისტემაში ამ მიზნით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 22-25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ თავადაც მედიისგან შეიტყო.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ქ. ვიქტორიას ეწვია, სადაც საქართველოს საელჩოსა და რუმინეთის ქალაქ ვიქტორიას მერიის ერთობლივად ორგანიზებული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა, რომელიც ქ. ვიქტორიას კულტურის სახლში მოეწყო, მიეძღვნა გამოჩენილ ქართველ არქიტექტორ ლონგინოზ სუმბაძეს (1908-1984), რომლის მიერ დაპროექტებული N209 ტიპის ათეულობით სახლი დღესაც დგას რუმინულ ქალაქში.
ეს არის პირველი კურსის მასალა, მეგონა, ეს იცოდით, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც ალანიამ დეპუტატის მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციონალისტი არ არის.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეიდან, 23 სექტემბრიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.
პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველ შეხვედრას უელსის წინააღმდეგ დღეს თბილისის დროით 14:15 საათზე გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.