საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს.
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მგზნებარე მხარდამჭერი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტად „უცხო ქვეყნიდან ჩამობრძანებული არაადეკვატური ქალი დაგვინიშნეს“, რომელიც „საერთოდ ვერ ხვდება სად ცხოვრობს და რა არის ხალხის გულისტკივილი“.
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე სოფელ რუხში „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზეა ორიენტირებული.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა, ხოლო გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, ჩნდება განცდა, რომ პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებისას ობიექტური არ იქნება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0047 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრულის თანამშრომლები დაშავდნენ. იფორრმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.