ცნობილი ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9" ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე). აქედან გამომდინარე, ჟღენტისა და ვარაზის ქუჩებიდან დათუაშვილის ქუჩისკენ შეხვევა შეიზღუდება. დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება შეუძლებელი იქნება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც, ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან დაშვებული იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.
აშშ-ის „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „CRRC-საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 12% - კარგად აფასებს, საშუალოდ - 36%, ხოლო 40% ცუდად.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს, 19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. ის დეპუტატებს 447-გვერდიან ანგარიშს წარუდგენს, რომელიც 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი დაასახელა. რობერტ ო’ბრიენს, რომელიც ჯონ ბოლტონს შეცვლის, საგარეო პოლიტიკაში ხანგრძლივი კარიერა აქვს და ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში მძევლების მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს. იგი ტრამპის უსაფრთხოების საკითხებში მეოთხე მრჩეველია.
ლიბერიის დედაქალაქ მონროვიას ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სკოლაში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევის შედეგად 23 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში. 2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ“, აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 სექტემბერი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0065 პუნქტით გაუფასურდა.
ასაკი მხოლოდ რიცხვი არაა, როდესაც შენ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი ხარ, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა. კარტერმა, რომელიც 1 ოქტომბერს 95 წლის ხდება, თქვა, რომ მისთვის აშშ-ის პრეზიდენტობისთვის თავის გართმევა თვით 80 წლის ასაკშიც კი მეტისმეტად რთული იქნებოდა.
ვიღაც შევიდა პრეზიდენტის კაბინეტში და დაუდო დოკუმენტები - ვინ არის ეს ვიღაც? ვინ ახდენს მასზე ასეთ ზემოქმედებას? , - ასე ეხმიანება "ტვ პირველის" ეთერში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და ასევე მის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების საკითხს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.