ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - აღინიშნა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრისას.
ევროპული სკოლის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ნაბიჯი ჩვენი განათლების სისტემისთვის და რაც მთავარია - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე კომენტარისას.
საერთოდ, ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ბატონი ხაზარაძე. წერილი, ოქმი და კიდევ ბევრი რაღაც. მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე კომენტარისას აღნიშნა.
მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამის მეგობრებმა მიიყვანეს საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამის მეგობრებმა მიიყვანეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველოც“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისათვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან "პიქსელის" შენობამდე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდა. გამთენიისას თბილსერვის ჯგუფმა ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა. უწმინდესმა გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ლაშა გობაძემ მოუპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს სძლია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდამჭერები სასამართლო პროცეესის პარალელურად აქციას გამართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.